რაც ოლე-გუნარ სოლსკიაერი გახდა "მანჩესტერის" მწვრთნელი, მისმა გუნდმა 9 მატჩიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა და მისი წარმატება დააფასეს.
პრიმიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად სოლსკიაერი აღიარეს, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად ამავე გუნდის თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი.
ალექს ფერგიუსონის შემდეგ "მანიუს" არც ერთი მენეჯერი ინგლისის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელად არ დაუსახელებიათ, ხოლო ბოლოს ამ გუნდის მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთად საუკეთესოდ ზუსტად 8 წლის წინ სცნეს - ფერგიუსონი და დიმიტარ ბერბატოვი.