"მანჩესტერის" ყოფილი მცველის გარი ნევილის აზრით, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა დაიმსახურა, რომ მომავალშიც გუნდის მწვრთნელი იყოს.
"არა მგონია, სხვა ვინმეს მწვრთნელად დანიშვნა იყოს საჭირო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამბოხი დაიწყება. გულშემატკივრები მას სიმღერებს უძღვნიან. ვფიქრობ, სრულფასოვან კონტრაქტს მალე გაუფორმებენ. ვერ წარმომიდგენია, რომ კლუბი ამას არ გააკეთებს.
სამი თვის წინ ქომაგები სკანდირებდნენ:"შეუტიეთ, შეუტიეთ". დღეს კი სოლსკიაერის სახელს სკანდირებენ.
განწყობა და სიტუაცია სრულად შეიცვალა. ეს ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც "ოლდ ტრაფორდზე" მინახავს", - ციტირებს ნევილს Sky Sports-ი.