ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ

AutoSharing Option
ბოროტმოქმედებმა "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის, ბრენდან როჯერსის სახლი გაქურდეს, მიუხედავად იმისა, რომ სახლში მისი მეუღლე და ქალიშვილი იმყოფებოდნენ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბრენდანი ლესტერში გადაბარგდა, მისი ოჯახი დროებით კვლავ გლაზგოში ცხოვრობს. ბოროტმოქმედები როჯერსის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც მის მეუღლე შარლოტს და 6 წლის ქალიშვილ ლოლას უკვე ეძინათ.

"ისინი ქურდების ხმებმა გააღვიძა. ორი ბოროტმოქმედი საძინებელში შევარდა, რის შემდეგაც შეშინებული დედა-შვილი სააბაზანოში გამოიკეტა, ქურდებმა კი საკუთარი საქმე დაასრულეს და შემთხვევის ადგილი
დან მიიმალნენ.

სახლიდან წაღებულია როჯერსის პირადი ნივთების უმეტესობა, მათ შორის, მედლები და თასები, რომლებიც მან "სელტიკში" მუშაობის პერიოდში მოიგო", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ როჯერსმა "ლესტერთან" კონტრაქტი თებერვლის ბოლოს გააფორმა, რის გამოც "სელტიკის" ფანებმა ის მწვავედ გააკრიტიკეს და მატყუარა უწოდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული