"ლესტერმა" მწვრთნელად ბრენდან როჯერსის დანიშვნა იუწყა.
აქამდე ის გლაზგოს "სელტიკში" მუშაობდა.
"ჩემთვის "ლესტერის" მწვრთნელობა დიდი პატივია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ამ გუნდით იამაყონ. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას.
ეს მართლაც რთული პერიოდი იყო. ერთად ჩვენ მოედანსა და მის ფარგლებს გარეთ უფრო ძლიერები ვიქნებით. მოდით, წინ სწორი ნაბიჯი გადავდგათ", - განაცხადა როჯერსმა.
როჯერსმა "ლესტერში" კლოს პიუელი შეცვალა, რომელიც "მელიებს" 2017 წლის ოქტომბრიდან ედგა სათავეში.