პრინცმა უილიამ არტურ ფილიპ ლუისმა "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს ჰარი კეინს დიდი ბრიტანეთის ორდენი გადასცა.
დაჯილდოება ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. კეინი ფეხბურთში მიღწეული წარმატებებისათვის დააჯილდოვეს.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე კეინი 6 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "ოქროს ბუცი" მიიღო.
25 წლის კეინი "ტოტენჰემის" აღზრდილია, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 26 მატჩში 17 გოლი გაიტანა (4 პენალტით) და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამას გარდა, მან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 7 შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.