"ლივერპულმა" "ტოტენჰემი" უკანასკნელ წუთზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მარტს, პრემიერლიგის 32-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემი" 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები პირველ ტაიმში ფირმინოს გოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში ლუკას მოურამ ანგარიში გაათანაბრა და როდესაც ყველას ეგონა, მატჩი ფრედ დასრულდებოდა, "ლივერპულმა" ალდერვეირელდის ავტოგოლით გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ "ლივერპულმა" პრემიერლიგაზე 33 გოლი გაიტანა 89-ე წუთის შემდეგ, რაც რეკორდია.

"ლივერპული" 79 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით უსწრებს, მაგრამ "სიტის" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

5 აპრილს "ლივერპული" სტუმრად "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.

"ლივერპული" ინგლისის ჩემპიონატის უკანასკნელ 37 მატჩში დაუმარცხებელია.

ლივერპული. "ენფილდი". 53 322 მაყურებელი
ლივერპული - ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 ფირმინო (16), 1:1 ლუკას მოურა (70), 2:1 ალდერვეირელდი (90, საკ. კარში)
მკითხველის კომენტარები / 3 /
მერამდენა აფსაიდი გაუტარეს ლივერპულს არ შეძლება ასე მსაჯების მხარდაწერით იგებდე
imereli
22:16 31-03-2019
20

სიახლეები პოპულარული