დე ხეა "მანჩესტერს" უფსკრულისკენ მიაქანებს და ობლაკის ტრანსფერზე მუშაობენ

AutoSharing Option
"მანჩესტერში" მძიმე ვითარებაა. შესაძლოა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს და ამაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მეკარე დავიდ დე ხეა იქნება.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ "მანიუს" ხელმძღვანელები დე ხეას ხელშეკრულების გახანგრძლივებას ეხვეწებოდნენ. ფეხბურთელი თანახმა იყო, მაგრამ წლიური ხელფასის 24 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვდა. ახლა კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

კერძოდ, დე ხეამ ბოლო 4 შეხვედრაში 3 შეცდომა დაუშვა, რომელთაც გოლები მოჰყვა. ამდენივე შეცდომა მან წინა 123 მატჩში დაუშვა. ჰოდა, "იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა "ატლეტიკოს" გოლკიპერის, იან ობლაკის შეძენა გადაწყვიტეს.

ESPN-ი ირწმუნება, რომ "მანჩესტერი" მზადაა,
ობლაკის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაიხადოს და ეს ნორმალურ ფასად მიაჩნიათ.

შეხსენება რად გჭირდებათ, რომ "მანჩესტერში" დე ხეაც "ატლეტიკოდან" გადავიდა.

დე ხეას სამსახურით პსჟ-ია დაინტერესებული, რომელიც მზადაა, სეზონურ გასამრჯელოდ 24 მილიონი დაუნიშნოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სილესენი არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი :)) ჩემთვის პირადად უმაგრესი მეკარეა ტერშტეგენი რომ არა ძირითადის მეკარე იქნებოდა
0
სილესენი არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი :)) ჩემთვის პირადად უმაგრესი მეკარეა ტერშტეგენი რომ არა ძირითადის მეკარე იქნებოდა
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული