"მანჩესტერმა" აუტსაიდერი "ჰადერსფილდი" ვერ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს, პრემიერლიგის 37-ე ტურში "მანჩესტერი" სტუმრად ფრეს (1:1) დასჯერდა აუტსაიდერ "ჰადერსფილდთან".

"მანჩესტერი" 66 ქულით მე-6 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვეღარ მოიპოვებს და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ასპარეზობით დაკმაყოფილდება.

"მანიუმ" ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 2 მოიგო, ხოლო მათგან უკანასკნელ 5 შეხვედრაში - ვერც ერთი.

"მანჩესტერმა" ზედიზედ 14 მატჩში გაუშვა გოლი, რაც ბოლოს 1970 წელს მოხდა.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ სატურნირო ცხრილი არ ტყუის და ტოპ 4-ში მოხვედრა არ დაიმსახურეს.

ჰადერსფილდი. "ჯონ სმიტი". 24 263 მაყურებელი
ჰადერსფილდი - მანჩესტერი 1:1
გოლები:
0:1 მაკტომინი (8), 1:1 მბენზა (60)
მკითხველის კომენტარები / 1 /
მემგონი ოლეს გა ააჯ მეინებენ მანიუდან,გული მიგრძნობს
ჯ.გ
03:37 06-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული