რიად მარეზმა, რომლის წლიური გასამრჯელო 11.6 მილიონია, ძიძას 4 ათასი არ გადაუხადა და სასამართლო წააგო

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა რიად მარეზმა სასამართლო პროცესი წააგო თავისი 4 ბავშვის ყოფილ ძიძასთან, კატალინა მირაფლორესთან, რომელიც მის ოჯახში 2018 წლიდან მუშაობდა.

ფეხბურთელმა და მისმა მეუღლე რიტამ მირაფლორესს ხელფასიდან 4 ათასი ევრო დაუქვითეს, რის შემდეგაც მან სასამართლოში უჩივლა.

სასამართლომ მირაფლორესი გაამართლა და ფეხბურთელს ის 4 ათასიც გადაახდევინა და კიდევ 167 ათასი მორალური ზიანის მიყენების გამო.

ცნობისათვის, მარეზის წლიური ხელფასი 11.6 მილიონია...

ტეგები: