"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი რიად მარეზი ფიქრობს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი შანსი აქვს.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიამდე ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში "სიტიმ" მადრიდის "რეალს" 2:1 სძლია.
"ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე კარგი დროა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რომ ეს ტიტული მოვიგოთ - კარგი გუნდი და მწვრთნელი.
რაც შეეხება ვარჯიშების გაგრძელებას, ყველაფერი წესრიგშია. მე შევეჩვიე დატვირთვას. თვითიზოლაციის პერიოდში "სიტის" ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშოდა და ჩვენ ფორმა არ დაგვიკარგავს. ერთი სული მაქვს გუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს შევხვდე." - ციტირებს ალჟირელს goal.com-ი.
რიად მარეზი: ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე სათანადო დრო არის" />რიად მარეზმა, რომლის წლიური გასამრჯელო 11.6 მილიონია, ძიძას 4 ათასი არ გადაუხადა და სასამართლო წააგო