კლოპი: ობამეიანგს მართლაც არ აქვს სუსტი მხარეები, გარდა ჩაცმულობისა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლონდონის "არსენალთან" მატჩამდე პიერ-ემერიკ ბამეიანგთან დაკავშირებით ისაუბრა.

"უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მასთან ვმუშაობდი (დორტმუნდში). ყველამ ყველაფერი იცის ყველას შესახებ, ამიტომ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.

ობამეიანგს მართლაც არ აქვს სუსტი მხარეები, გარდა ჩაცმულობისა. "არსენალის" წინააღმდეგ მატჩებში მის შეკავებას ვახერხებდით, თუმცა მისი სისწრაფის გამო ეს 100 პროცენტით შეუძლებელია.

ეს მართლაც რთულია, თუმცა ეს ადრეც გამოგვდიოდა და ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ შევეცდებით.

"სენტ-ეტიენში" ის ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო ჩვენ "ცხრიანი" გვჭირდებოდა, რადგან რობერტ ლევანდოვსკიმ დაგვტოვა.

დიდი ხანი ვფიქრობდით ამ საკითხზე. ის გადმოვიდა ჩვენთან და ფლანგზე თამაშობდა, შემდეგ მივხდით, რომ ის თავდასხმის ცენტრში კარგია.

თუმცა ეს მომენტალურად არ მომხდარა. მან მოუმატა და საგოლე მანქანად გადაიქცა. უნდა აღვიშნო, რომ ბრწყინვალედ ამთავრებს შეტევას. ამას დაუმატეთ მისი სიჩქარე", - აღნიშნა კლოპმა.

24 აგვისტოს "ლივერპული" პრემიერლიგის მესამე ტურში ლონდონის "არსენალს" ჩვენი დროით 20:30 საათზე შეხვდება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოდა კი უგებს აგერ ტრინოლს
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული