"ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა და 9 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-12 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "მანჩესტერ სიტი".

"ლივერპული" 34 ქულით ლიდერია, "ლესტერსა" და "ჩელსის" 8 ქულით უსწრებს, ხოლო "ქალაქელებს" - 9 ქულით.

"სიტი" 2003 წლის შემდეგ ვეღარ არხერხებს სტუმრად "წითლების" ძლევას.

"ლივერპულმა" ბოლო 5 წლის განმავლობაში გოლი ზედიზედ 9 მატჩში პირველად გაუშვა.

პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით "სიტი" "ენფილდზე" მეოთხედ დამარცხდა - ეს გასვლით მატჩებზე მისი უარესი შედეგია.

"სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ენფილდზე" ჩემპიონატის ბოლო 8 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.

ლივერპული. "ენფილდი". 53 324 მაყურებელი
ლივერპული - მანჩესტერ
სიტი 3:1
გოლები: 1:0 ფაბინიო (6), 2:0 სალაჰი (13), 3:0 მანე (51), 3:1 ბერნარდო სილვა (78)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ორი ისეთი პენალი არ დაიდო ლივერპულის კარში, სიტის ხელმძღვანელობას განუცხადებია ვტოვებთ სიტის და პრემიერლიგასო :)
DAVE
10:29 11-11-2019
1
მსაჯები არ ვიცი, მაგრამ ბრავო რომ გეყოლება კარში წააგებ აბა რა იქნება - სამივე თუ არა 2 (სალაჰის და მანეს) თავმიდებული ბურთები ასეთი გუნდის მეკარეს უეჭველი უნდა აეღო მინიმუმ პოზიციას თუ სწორად შეარჩევდა.
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული