ვილიანი: რონალდინიო მესისა და რონალდოზე უკეთესი იყო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ვილიანმა განაცხადა, რომ რონალდინიოს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. მისი აზრით, ბრაზილიელმა კარიერა ნაადრევად დაასრულა.

"რონალდინიო საუკეთესო იყო. მესისა და რონალდოზე უკეთესი? მათ ბევრი გოლი გააქვთ, მაგრამ რასაც რონალდინიო აკეთებდა, მშვენიერი იყო. ის ბრწყინავდა მოედანზე და გოლებიც გაჰქონდა. იმავე დონეზე რომ გაეგრძელებინა კიდევ რამდენიმე წელი თამაში, მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა კიდევ გარკვეული პერიოდი. რონალდინიო ჩემი კუმირი იყო", - თქვა ვილიანმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ