"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"

AutoSharing Option
The Obi Odin-ის პოდკასტში საუბრისას ცნობილმა ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა გაიხსენა, თუ როგორც შედგა კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში".

როგორც ირკვევა, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი რონალდინიოს ყიდვას გეგმავდა, თუმცა ბრაზილიელმა "ბარსელონა" აირჩია.

"მახსოვს, როდესაც რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გააფორმა, ჩვენ ლისაბონში მოსამზადებელ შეკრებაზე ვიყავით და შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანოს ძალიან გაუმართლა.

ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ იმ ზაფხულს რონალდინიო ვერ დავიმატეთ.

ფერგიუსონი ბრაზილიელის გადაბირებას აპირებდა, მაგრამ მან არჩევანი "ბარსელონას" სასარგებლოდ გააკეთა, რის გამოც ის აბსოლუტურად განადგურებული დარჩა.

ლისაბონში ყოფნის დროს ის "სპორტინგის" თამაშს დაესწრო, შემდეგ კი, რაც მოხდა, უკვე ისტორიაა", - იხსენებს ფერდინანდი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრე ბარსაც არ გეგმავდა რონალდინიოს... ბექჰემის შეძენა უნდოდა მაგრამ სპაის ბოიმ რეალი აირჩია...

დანარჩენი მართლა ისტორიაა.
მინდია
15:38 25-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული