რონალდინიო: დარწმუნებული ვარ, მესი საფრანგეთს გაანადგურებს

AutoSharing Option
დღეს, 18 დეკემბერს თბილისის დროით 19:00 საათზე 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით, მუნდიალის თასს "ალბისელესტე" აღმართავს.

"მესი საფრანგეთს გაანადგურებს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, დარწმუნებული ვარ, რომ ფინალს არგენტინა მოიგებს. მესი ჩემი ძველი და ძვირფასი მეგობარია, ჩემი აზრით, მას 50 წლამდე თამაში შეუძლია, მისი მსგავსი შესაძლებლობები არავის გააჩნია.

მბაპეც გამორჩეული მოთამაშეა, სისწრაფე, დრიბლინგი და რაც მთავარია, ძლიერი ხასიათი გააჩნია. ბრაზილიელებს სწორედ ასეთი სტილის ფეხბურთელები გვიყვარს"
- განაცხადა რონალდინიომ.

alt"ვნანობ, რომ პსჟ-ში უფრო დიდხანს არ დავრჩი" - რონალდინიო ფრანგულ კლუბზე საუბრობს

alt"არის თუ არა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?!" - რონალდინიომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ კითხვას უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რა! გაანადგურებს, ოღონდ 2042 წელს. ცოტაც დარჩა
მესის და ბრაზილიის ფანები
16:11 18-12-2022
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული