"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ერთხელ ნაკრების ჩაბარება სურს.
"დიახ, მინდა ერთხელ ნაკრები ჩავიბარო. ერთხელაც ეს მოხდება, რადგან მინდა სამუშაო პროცესი სამი დღე იყოს, თუმცა უფრო მშვიდ გარემოში: მეტი ვითამაშო გოლფი. ახლა ამის დრო არ მაქვს.
ადრე თუ გვიან ეს მოხდება, თუ მექნება შანსი და რომელიმე ნაკრების წარმომადგენელი ჩემს კარზე მოაკაკუნებს", - ციტირებს გვარდიოლას The World Game-ი.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას კონტრაქტი "სიტისთან" 2021 წლის 30 ივნისამდე გრძელდება.
"ბაიერნმა" პეპ გვარდიოლას დაბრუნება მოისურვა
"პეპ გვარდიოლა უკვე ახლოსაა" - იურგენ კლოპი ჟურნალისტებს ხუმრობით გაექცა