ერთი პასუხით ბრენდან როჯერსმა "არსენალს" კარი გაუღო

AutoSharing Option
"ლესტერ სიტის" დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა "ევერტონთან" გამარჯვების შემდეგ Sky Sports-თან საუბარში თქვა, რომ "მელიებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს და ამ პასუხით, ფაქტობრივად, კარი ლონდონის "არსენალს" გაუღო. სწორედ ასე აფასებენ როჯერსის პასუხს ბრიტანულ პრესაში.

როჯერსი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის პატარა სოფელ კარნლოუში დაიბადა, პროტესტანტი დედისა და კათოლიკე მამის ოჯახში იზრდებოდა. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ ირლანდიაში პროტესტანტები პრობრიტანულად არიან განწყობილები, ხოლო კათოლიკეები - ნაციონალისტურად. მას საფეხბურთო გემოვნება კი, როგორც ჩანს, უფრო მეტად დედამ ჩამოუყალიბა და ბავშვობიდან ბრიტანულ კლუბებს გულშემატკივრობდა.

როჯერსი წარმატებული ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, სამწვრთნელო
კარიერა კი მხოლოდ ბრიტანულ კლუბებს უკავშირდება. პირველი ნაბიჯები მწვრთნელობაში "ჩელსიში" გადადგა და ამის შემდეგ იყო "უოტფორდი", "რედინგი", "სუონსი", "ლივერპული" და ბოლოს "სელტიკი". სწორედ შოტლანდიური გრანდიდან მივიდა როჯერსი "ლესტერში" მიმდინარე სეზონის წინ და შესანიშნავი შედეგიც აქვს - კლუბს 14 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 32 ქულა აქვს და მხოლოდ "ლივერპულს" ჩამორჩება.

ლონდონის "არსენალში"კი აქტიურ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ ახალი მწვრთნელის საპოვნელად და ერთ-ერთ კანდიდატად ბრენდან როჯერსიც განიხილება. თუმცა აღსანიშნავია, რომ გუნდს, რომელიც როჯერსის გადაბირებას მოინდომებს, "ლესტერისთვის" 14 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული