გვარდიოლამ კლუბის საშობაო საღამო უცნაური მიზეზით გააუქმა

AutoSharing Option
Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კლუბის საშობაო საღამო, რომელიც დღეს, 13 დეკემბერს უნდა გამართულიყო, საკმაოდ უცნაური მიზეზით გააუქმა.

პეპს შეეშინდა, რომ ამ საღამოს, შესაძლოა, "სიტის" ფეხბურთელების ფორმაზე უარყოფითად ემოქმედა და მომხდარიყო ის, რაც წინა წელს შეემთხვა კლუბს. 2018 წლის დეკემბერში "სიტიმ" ჯერ "კრისტალ პალასთან" წააგო (2:3), შემდეგ კი "ლესტერთან" (1:2), მას შემდეგ, რაც ეს საღამო გაიმართა.

თუმცა შარშან არცერთ ფეხბურთელს არ გაუცდენია ვარჯიში, ბევრი მათგანი წავიდა კლუბში და დილამდე დარჩა იქ.

ინგლისურ პრესაში წერენ, რომ გვარდიოლას
სწორედ ეს მიაჩნია "კრისტალ პალასთან" წაგების მიზეზად და წელს მსგავსი რამ აღარ დაუშვა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული