"მანჩესტერ სიტის" 19 წლის ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა თანაგუნდელი კევინ დე ბრუინი "არსენალთან" მოგებული (3:0) მატჩის შემდეგ მხატვრული ეპითეტით შეამკო.
"ჩვენი გუნდი საშობაო კერძი რომ იყოს, კევინი ცხარე საწებელი იქნებოდა", - დაწერა ფოდენმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
"მანჩესტერ სიტის" ქომაგების გასახარად, ფოდენს ფეხბურთის თამაში მხატვრული ტექსტების შექმნაზე უკეთ გამოსდის და სამართლიანადაც ითვლება ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ მომავლად.
სუპერ დე ბრუინემ "მანჩესტერ სიტის" "არსენალი" უპრობლემოდ დაამარცხებინა [VIDEO]
პეპ გვარდიოლა: ფოდენს დავაჯარიმებთ? - შესაძლოა, ბონუსი გადავუხადოთ