ფოდენი: არასდროს შემადაროთ მესის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინ ფილ ფოდენი ლიონელ მესის შეადარა.

"მესის შემდეგ ასეთ ფეხბურთელს არ შევხვედრივარ. არ მინდა ფოდენი ლეოს შევადარო, თუმცა ინგლისელს მატჩების მოგება შეუძლია", - განაცხადა გვარდიოლამ.

ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება თავად ფილ ფოდენს სთხოვეს. "ქალაქელების" შემტევი გვარდიოლას სიტყვებს არ დაეთანხმა.

"შეუძლებელია, არასდროს შემადაროთ მესის, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, როცა გვარდიოლას მსგავსი მწვრთნელი შენზე ასე საუბრობს", - განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ფოდენმა "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 40 მატჩი გამართა, თავი კი 18 გატანილი გოლითა
და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altმანჩესტერული დერბის შემდეგ - ფოდენი "ქალაქელი" კიდევ დიდხანს იქნება

altფოდენის თვრალმა დედამ გოგონა დაკბინა და სცემა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული