ინგლისის ფეხბურთის გულშემატკივართა ასოციაციამ (FSA) ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი აღიარა.
"ჯილდოს მიღებამ ძალიან გამახარა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მადლობა გულშემატკივრებს. იმედია, ასევე გავაგრძელებ და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარები", - განაცხადა ვან დეიკმა.
მიმდინარე სეზონში 28 წლის ვან დეიკმა ყველა ტურნირზე 25 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.