ლონდონის "არსენალი" "ლიონის" თავდამსხმელით, მუსა დემბელეთი დაინტერესდა, - იტყობინება Mirror-ი.
ფორვარდი ზამთარში ლონდონელების მთავარი სატრანსფერო მიზანი იქნება.
ზამთარში შესაძლოა მიკელ არტეტას გუნდი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ან ალექსანდ ლაკაზეტიმ დატოვონ. ამიტომ კლუბი მათ ალტერნატივას ეძებს.
დემბელემ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა.