"ლივერპული" უდავოდ წლის საუკეთესო გუნდია - ამჯერად "ლესტერი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-19 ტურში, "ლივერპულმა" გასვლაზე მეორეადგილოსანი "ლესტერი" 4:0 დაამარცხა.

თავდამსხმელმა ფირმინომ დუბლი შეასრულა. მან ბოლო 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

21 წლის მცველმა ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა - ამ სეზონში ჩემპიონატზე 8 საგოლე პასი გააკეთა, 2019 წელს კი 20, რაც პრემიერლიგის რეკორდია.

"ლივერპული" 52 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ლესტერს" უკვე 13 ქულით უსწრებს, თან, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 29 დეკემბერს "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს.

"ლივერპული" 35 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია - "არსენალის" რეკორდამდე 14 შეხვედრა
უკლია.

ლესტერი. "კინგ პაუერი". 32 211 მაყურებელი
ლესტერი - ლივერპული 0:4
გოლები: 0:1 ფირმინო (31), 0:2 მილნერი (71, პენ), 0:3 ფირმინო (74), 0:4 ალექსანდერ-არნოლდი (78)
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ამ სეზონში ჩემპიონატზე 20 საგოლე პასი გააკეთა, რაც 19 ტურის განმავლობაში რეკორდია" - არაზუსტი ინფორმაციაა. ამ ჩემპიონატზე კი არა, მთლიანად 2019 წლის განმავლობაში აქვს 20 საგოლე პასი, ხოლო ამ სეზონზე - 8.
Scouser
10:39 27-12-2019
0

სიახლეები პოპულარული