29 იანვარს, პრემიერლიგის მე-18 ტურის გამოტოვებულ მატჩში "ლივერპულმა" გასვლაზე "ვესტ ჰემი" 2:0 დაამარცხა.
"ლივერპული" 70 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 19 ქულით უსწრებს (!) და პირველ თებერვალს "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს.
მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონატზე "ლივერპულში" 66-ე გოლი გაიტანა, ფერნანდო ტორესს გაასწრო და საუკეთესო ხუთეულში შევიდა - ბომბარდირი 128 გოლით რობი ფაულერია.
"ლივერპულმა" ისტორიაში პირველად სძლია მიმდინარე ტურნირზე მონაწილე ყველა გუნდს, ბოლო 41 შეხვედრაში არ დამარცხებულა და "არსენალის" რეკორდამდე 8 მატჩი უკლია.
ლონდონი. "ლონდონ სტადიუმი". 59 959 მაყურებელი
ვესტ ჰემი - ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 სალაჰი (35, პენ), 0:2 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (52)