"მანჩესტერ სიტიმ" მოიგო, უეფას აგინეს, გვარდიოლა წასვლას არ აპირებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 26-ე ტურის გადატანილ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ვესტ ჰემი".

დე ბრუინმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - მის ანგარიშზე ბოლო 4 სეზონიდან 3-ში ჩემპიონატზე 16+ საგოლე გადაცემაა.

"სიტი" 54 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს" 22 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ "ლესტერს" 4 ქულით უსწრებს და 22 თებერვალს ამ გუნდს სტუმრად შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგიდან 2 წლით მოკვეთის გამო სტადიონზე მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრებმა უეფას აგინეს და ბანერი გამოფინეს - "უეფა მაფიაა".

"ქალაქელთა" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ რაც უნდა
მოხდეს, გუნდს არ დატოვებს.

მანჩესტერი. "ეტიჰადი".
მანჩესტერ სიტი - ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 როდრი (30), დე ბრუინი (62)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული