"ლივერპულის" ვეტერანი: სალაჰი მთავარი იმედგაცრუებაა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა სტივ ნიკოლმა, რომელმაც მერსისაიდულ გუნდში 300 მატჩზე მეტი ჩაატარა, თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დაახასიათა.

"მოგებები დეზოდორანტივითაა, ყველა უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს. გამარჯვებები გაიძულებთ, მრავალი უარყოფითი რამ დაივიწყოთ. ეს სალაჰის ფორმაზეც ითქმის. პრემიერლიგაში ან კიდევ სხვა რომელიმე ტურნირზე არის ვინმე, ვინც მასსავით იმედები გაგვიცრუა?

მაინც ყოველ მატჩში თამაშობს. რატომაა ასე? იმიტომ, რომ გუნდი იმარჯვებს", - განუცხადა ნიკოლმა Goal.com-ს.

ამ სეზონში პრემიერლიგაზე სალაჰმა 26 მატჩში 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სალაჰის ნაცვლად მბაპე “დახატავდა” გუნდს. მაგრად მოერგებოდა კლოპის გუნდის სქემას
ახალი სისხლი
16 მარტი 2020 09:56
12
ქვეყანაზე არსებობს გუნდი რომელსაც მბაპე არ დახატავდა?
ლექსო
16 მარტი 2020 17:46
0
26 მატჩი,16 გოლი,6 პასი.მთლად იმედის გაცრუებასაც ვერ დავარქმევთ,თუმცა რამოსისაგან დამტვრევის შემდეგ, წინანდელ დონეზეც ვეღარ ავიდა.ეეჰ,ნეტავი ჩვენ გვყავდეს ისეთი ფეხბურთელი,100 თამაშში,პრემიერ ლიგაში 70 გოლს რომ გაიტანს და სანთელს ავუნთებდი.თან,აღარც საგოლე პასებს დავუთვლიდი.
სოსო
16 მარტი 2020 09:15
1
სრულად ვეთანხმები!
gio
16 მარტი 2020 03:44
8

სიახლეები პოპულარული