ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ორკვირიანი კარანტინის შემდეგ არ ღირს ვარჯიშების განახლება.
Daily Mail-ის ცნობით, "მეთოფეებს" კონსულტაციები ჰქონდათ პრემიერლიგის სხვა კლუბების სამედიცინო შტაბებთან. ფეხბურთელები, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი და პერსონალი მას შემდეგ გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას კორონავირუსი აღმოაჩნდა. 2-კვირიანი კარანტინის რეჟიმი 4 დღეში სრულდება და ოფიციალურად "არსენალს" შეეძლება ვარჯიშების გაგრძელება, თუმცა კლუბი მზადაა, საკარანტინო ზომები გაახანგრძლივოს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერლიგა 30 აპრილამდე, კორონავირუსის გამო შეჩერდა.