ხელმძღვანელობის მხარდაჭერა არტეტას - "არსენალი" ზაფხულში შემადგენლობას გააძლიერებს

AutoSharing Option
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისელი ჟურნალისტი სემი მოკბელი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის მფლობელმა სტენ კრონკემ მიკელ არტეტას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ესპანელის ყველა სასურველი ფეხბურთელისთვის თანხებს არ დაიშურებს.

მოკბელის ცნობით, "მეთოფეები" ერთი ცენტრფორვარდის, მარცხენა გარემარბის და ცენტრალური ნახევარმცველის შეძენას ეცდებიან.

არტეტას სიაში კი ვიკტორ გიოკერეში (სპორტინგი), ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი), ბენჟამინ შეშკო (ლაიფციგი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), მაიკლ ოლისე (კრისტალ პალასი) და მარტინ ზუბიმენდი (სოსიედადი) არიან.

შეგახსენებთ, "არსენალმა" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 200 მილიონ
ევროზე მეტი დახარჯა.

altარტეტა: ყოველ სამ დღეში თამაში გვიწევს, ეს სიგიჟეა

altარტეტა: ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე - "ბაიერნს" უნდა ვუფრთხილდეთ

მკითხველის კომენტარები / 1 /
წაიყვანე ხვიჩა რაააა!
ლუკა
19:32 19-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული