"ტელეგრაფის" ცნობით, "დალიან პროს" მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მზადაა თავის ყოფილ გუნდში, "ნიუკასლში" დაბრუნდეს.
ეს სურვილი ბენიტესს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გაიგო, რომ "ნიუკასლს" საუდის არაბეთის პრინცის კომპანია შეიძენს. ბენიტესს უნდა "კაჭკაჭებში" "მანჩესტერ სიტის" მცველი ჯონ სტოუნზი და "ჩელსის" ნახევარმცველი როს ბარკლი გადაიყვანოს.
ბენიტესი "ნიუკასლს" 2016-19 წლებში ედგა სათავეში.
ჯერჯერობით "ნიუკასლის" მფლობელი მილიარდერი მაიკ ეშლია, რომელიც კლუბის 342.7 მილიონ ევროდ გაყიდვაზე დათანხმდა. გარიგების დასასრულებლად მხოლოდ პრემიერლიგის თანხმობაა საჭირო.