"მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულად არის დაინტერესებული "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავის, ანსუ ფატის შეძენით და როგორც ჩანს, დიდი თანხის გადახდაც არ ენანება.
The Times-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მზად იყო 17 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა "ბარსელონამ" მოთამაშის გაყიდვაზე უარი განაცხადა. კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელის გასხვისების თანხა 170 მილიონი ევრო გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ფატის საკუთარ რიგებში ხილვა "ნიუკასლ იუნაიტედს", "მონაკოს", "ნიცასა" და დორტმუნდის "ბორუსიას" სურთ. მიმდინარე სეზონში ფატიმ ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ფატიმ შეიძლება "დორტმუნდში" სანჩო შეცვალოს
დავითაშვილი ფატისთან და მარტინელისთან ერთად უეფას 50 ტალანტს შორის
https://myrugby.goal.ge/news/2417