კეინი და პოგბა დაბრუნდნენ, "ტოტენჰემი" და "მანჩესტერი" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ივნისს, პრემიერლიგის 30-ე ტურში "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერის" მატჩი 1:1 დასრულდა

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა, რომელმაც პირველ იანვარს "საუთჰემპტონთან" მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ უქმობდა.

"იუნაიტედში" 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ტრავმამორჩენილი ნახევარმცველი პოლ პოგბა - ეს 2019 წლის 26 დეკემბრის შემდეგ მისი პირველი მატჩია.

"მანჩესტერის" ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა 2017 წლიდან მოყოლებული თვრამეტივე პენალტი გამოიყენა. მან "მანიუში" უკანასკნელ 7 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"მანჩესტერი" 46 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო "ტოტენჰემი" 42 ქულით
- მერვეზე.

23 ივნისს, მომავალ ტურში "ტოტენჰემი" "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს, "მანჩესტერი" კი 24 ივნისს "შეფილდ იუნაიტედს" დაუხვდება.

ტოტენჰემი - მანჩესტერი 1:1
გოლები: 1:0 ბერგვეინი (27), 1:1 ფერნანდეში (81, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული