კოუტინიოს ეშველა, "არსენალში" გადავა და ხელფასს "ბარსელონაც" გადაუხდის და "არსენალიც"

AutoSharing Option
RAC 1-ის ცნობით, "ბარსელონას" ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით თამაშობს, შესაძლოა, კვლავ ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ.

ბრაზილიელი, სავარაუდოდ, ლონდონის "არსენალში" იჯარის წესით გადავა, თუმცა ხელფასს ორივე კლუბისგან მიიღებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელის ტრანსფერში 80 მილიონი ევრო სურდა, თუმცა რეალური შეთავაზება არც ერთი კლუბისგან არ მიუღია.

მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" შემადგენლობაში მან 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა განახორციელა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული