"მანჩესტერ სიტი" მესის სანაცვლოდ 700 მილიონს არა, თუმცა დიდ თანხას იხდის

AutoSharing Option
საფეხბურთო ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონასათვის" ლიონელ მესის თაობაზე სატრანსფერო შეთავაზებას ამზადებს.

წყაროს მიხედვით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა არგენტინელის სანაცვლად, დაახლოებით, 200 მილიონი გადაიხადოს. თანხის გარკვეულ ნაწილს "სიტი" ფულით დაფარავს, ნაწილს კი - ფეხბურთელებით.

იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესის სანაცვლოდ 700 მილიონის მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა 223 მილიონი ევროს მიღება უნდა, რისი მიზანიც ახალი სატრანსფერო რეკორდის დამყარებაა (არსებული რეკორდიც "ბარსას" ეკუთვნის, პსჟ-ს ნეიმარი 222 მილიონ ევროდ მიჰყიდა).

25 აგვისტოს არგენტინელმა ვარსკვლავმა "ბლაუგრანას"
შეატყობინა, რომ კლუბის დატოვება სურს. მესის კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენება და კატალონიური გრანდის უფასოდ დატოვება უნდა, თუმცა ამის შესახებ კლუბისათვის 30 მაისამდე უნდა შეეტყობინებინა. ლეოს ადვოკატები კი კორონავირუსის პანდემიის არგუმენტად გამოყენებას აპირებენ.

alt"მანჩესტერ სიტიში" გადასასვლელად მესიმ ფიფასგან სატრანსფერო სერტიფიკატი მოითხოვა

alt"ბარსელონამ" სუარესის შემცვლელად მაქსი გომესის შეძენა გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 9 /
არსად წამსვლელი არ არის გენიოსი ის აქ რჩება რაღაც ჭორებია და მალე დასრულდება მასე იწერებოდა შარშანაც ნეიმარზე ბარსაში მიდისო მაგრამ მაგეც ტყუილი აღმოჩნდა ყოველ წელს ასეა ხან ვიღაც მოდის ხან ვიღაც მიდის.
ფენომენო
27 აგვისტო 2020 21:43
2
შენს პირს შაქარი. გასკდა გული უკვე.
ფენომენოს
27 აგვისტო 2020 22:16
0
ლეო მესი, შენი საფეხბურთო სპექტაკლებისთვის მადლობა. შენ შეუფასებელი ხარ!
გია
27 აგვისტო 2020 15:24
3
ბედნიერი ვარ და უამრავი გულშემატკივარიც ვისაც მესი გვიყვარს, რომ მისი ფანტანსტატიკური, ბრწყინვალე თამაშის მომსწრე ვართ! იმედია მესი ბარსაში დარჩება, მაგრამ რა ვუყოთ ბართომეუს, ამ დებილ აჩკარიკას რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ბარსაში მდგომარეობა არეულიყო. კატალონიელ გულშემატკივრებს რა ვუთხარით პასიურობისათვის, რომ ამ ბართომეუს არ უწყობენ, ბართლომეუს ღამეს!
10
27 აგვისტო 2020 15:22
2
უხერხული ხომ არ არის, ლამის ვეტერან, თანაც ერთი კლუბის ფეხბურთელში ამხელა თანხას ითხოვდნენ. მაქსიმუმ, 50 მილიონი დოლარი. ეგეც სახელის გამო:)
ლაშა
27 აგვისტო 2020 15:06
4
ლაშა რა იყო კუჭი ხო არ აგეწვა? ჩქაბუჰეჰერა გაასწარი მარცხი არ მოგივიდეს, არ შეირცხვინო თავი.
ბუჰეჰე
27 აგვისტო 2020 16:19
1
რა კომერციული გათვლაა, არ ვიცი. "სიტი"-ს ან სხვა კლუბების მდიდარ მეპატრონეთა გეგმები არ ვიცი. რაც შეეხება სპორტულ მხარეს, მესი უკვე დაღმავალი, ასაკოვანი ფეხბურთელია. 2-3 წელში ის რეალურ კარიერის ვეღარ გაგრძელებას. ალბათ ჩინეთში, არაბეთში, ან აშშ-ში წავა და სარეკლამო თოჯინად გამოდგება. 2020-21 წლის საფეხბურთო სეზონისთვის, მისი არსებული ფორმიდან გამომდინარე, რომ არა სახელი(გნებავთ, ბრენდი), მისი ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა. ის არ არის იბრაჰიმოვიჩი, მაღალი დონე რომ შეინარჩუნოს, თანაც ახალ კლუბშს მოერგოს. ინგლისის პრემიერლიგაში ხომ საერთოდ, დასაცინი გახდება.
გოგა
27 აგვისტო 2020 14:53
1
შენთან მოსვლა გვინდა, რომ გვიმკითხავო და ჩაწერვა როდისა გაქვს? გავიგეთ ძალიან კარგად მკითხაობ.
გოგა მკითხავს
27 აგვისტო 2020 17:39
2
ვაააა გოგა ვანგას უყურეთ როგორი ნოსტრადამუსია? ბიჭმა გაშიფრა ყველაფერი, ერთი ეგეც გვითხარი და გვიწინასწარმეტყველე კორონა როდის წავა საერთოდ და ვაქცინაც როდის იქნება?
გოგა ვანგას.
27 აგვისტო 2020 16:17
2

სიახლეები პოპულარული