მოურინიო მატჩისას დაიერს ტუალეტში გაეკიდა, ლამპარდს კი წაეჩხუბა

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში "ტოტენჰემმა" პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა "ჩელსი" (მატჩი 1:1 დასრულდა) და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში "ტოტენჰემის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ჩელსის" თავკაცს, ფრენკ ლამპარდს წაეჩხუბა, თუმცა თერთმეტმეტრიანების სერიის წინ პორტუგალიელი მასთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.

საინტერესო ფაქტი მოხდა 77-ე წუთზე: "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ერიკ დაიერმა დაუკითხავად დატოვა მოედანი და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ტუალეტში გაიქცა. მას მოუ გაეკიდა. ვიდრე დაიერი მოედანზე დაბრუნდებოდა, კალუმ ჰადსონ-ოდოიმ "დეზებს" კინაღამ გოლი გაუტანა.

Sportall.Ge

ნამატჩევს დაიერმა დაიჩივლა, რა მექნა, ძალიან გამიჭირდა და იძულებული გავხდი, გავქცეულიყავიო. ჟოზემ კი
თქვა, რომ დაიერის საქციელი ნორმალური არ იყო და მოედანზე ძალით დააბრუნა.