"ლივერპულის" 22 წლის მცველი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი ერთი თვე იუქმებს, - იტყობინება ჟურნალისტი პოლ ჯოისი "ტვიტერით".
მან კუნთის ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩში მიიღო და 63-ე წუთზე ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა შეცვალა.
ალეკსანდერ-არნოლდს "ლივერპულის" 6 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს და ინგლისის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.