ჩისკო მუნიოსი "უოტფორდის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
ახლახან თბილისის "დინამოდან" აბარგებული ესპანელი ჩისკო მუნიოსი "უოტფორდის" მწვრთნელად დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

საიტი მკითხველს ამცნობს, რომ 40 წლის ჩისკოს ხელმძღვანელობით, თბილისის "დინამო" მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი და მასთან ერთად გუნდში მისი თანამემამულეები - რობერტო კუესტა და ხორხე აბელა იმუშავებენ, ხოლო ხორხე ბრამბილია, რომელიც უკვე იყო გუნდში, მეკარეების მწვრთნელი იქნება.

20 ტურის შემდეგ "უოტფორდი" ჩემპიონშიპში 34 ქულით მეხუთე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.