როგორ გასცა ინფორმაცია ჩისკომ ქართულ ფეხბურთზე - მან "ლოკომოტივის" "გრანადასთან" მარცხში წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
ესპანური საიტი entrenadoresfutbol.es "დინამო თბილისის" აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჩისკო მუნიოსის შესახებ წერს.

თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, ის ევროპის ლიგაზე "გრანადას" თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებაში დაეხმარა.

საქმე იმაშია, რომ "გრანადას" "რკინიგზელებზე" ინფორმაციის მოძიება გასჭირვებიათ და დახმარებისთვის ჩისკოსთვის მიუმართავს, რომელიც ქართულ ფეხბურთში კარგადაა ჩახედილი.

მასაც დახმარებაზე უარი არ უთქვამს და თანამემამულეებს ქართველების დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მოგეხსენებათ, 24 სექტემბერს "გრანადამ" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" 2:0 სძლია.

რაც შეეხება ჩისკოს, მან დღეს თავისი ნებით დატოვა "დინამო თბილისის" მწვრთნელის პოსტი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩემპიონშიპის ბინადარ "უოტფორდში"
გადავა სამუშაოდ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
გეყოფათ ხალხის დაშტერება ისედაც დაშტერებულია რა საიდუმლო ღადაობთ რა საიდუმლო გაქვთ ქართული ფეხბურთი რო გაფარჩაგებუკია?ეს ყველამ იცით თქვენ ისე დებილები გგონივართ რო დამარცხება ჩისკოს დავაბრალოთ .ხო ხედავთ ჟურნალისტებიც უკვე ისეთები გყავთ რიგორიც თქვენ ხართ მე ფეღბურთელებს არ ვგულისხმობ შეუძლებელია მეტი განვითარება საქართველოს ჩემპიონატში
ვაჟა
14:16 30-12-2020
1
ყოჩაღ მაგარი სტატიაა, მაინც რა არის პროფესიონალიზმი რა, როგორ გაშიფრეთ გრანადასთან ლოკომოტივის მარცხის მიზეზი!!! ისეთი საინტერესო სტატიაა ალბათ წლის საუკეთესოს პრიზი ეკუთვნის, რათქმაუნდა ყველაზე სპორტული ახალი ამბის, ნეიმარის დედის და მისი საყვარელის ურთიერთობის შესახე რომ დაწერეთ!!!
ოეეეეეე
10:37 24-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული