პრემიერლიგის 29-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "ვულვერჰემპტონი".
ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, სტუმრებმა მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მე-80 წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, შემდეგ კი მასპინძლებმა სამი გოლი გაიტანეს და ყველა ტურნირზე ზედიზედ 21-ე გამარჯვება მოიპოვეს.
ლიდერი "სიტი" მანჩესტერს" 15 ქულით უსწრებს, რომელსაც ამ ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია - 4 მარტს ლონდონში "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.
7 მარტს კი "ეტიჰადზე" მანჩესტერული დერბი შედგება.
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - ვულვერჰემპტონი 4:1
გოლები: 1:0 დენდონკერი (15, საკ. კარში), 1:1 კოუდი (61), 2:1
გაბრიელ ჟეზუში (80), 3:1 მარეზი (90), 4:1 გაბრიელ ჟეზუში (90+3)