ჯერარდი მზადაა კლოპი შეცვალოს

AutoSharing Option
"ლივერპულის" უხეიროდ ასპარეზობის გამო შესაძლოა, მისი მწვრთნელი იურგენ კლოპი გადადგეს.

"მირორი" ირწმუნება, რომ "რეინჯერსის" თავკაცი სტივენ ჯერარდი მზადაა კლოპი შეცვალოს. ამის შესახებ გამოცემას მისმა ყოფილმა თანგუნდელმა იონ-არნე რიისემ აცნობა:

"ხალხი ამბობს, რომ სტივს გამოცდილება არ აქვს და ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება. თუ კლოპი წავა, გუნდის შემდეგი მწვრთნელი ჯერარდი გახდება".

10-წლიანი პაუზის შემდეგ ჯერარდის ხელმძღვანელობით "რეინჯერსი" შოტლანდიის ჩემპიონი გახდა. ის "ლივერპულის" ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა.