სასწაულმოქმედმა ჩისკომ "უოტფორდი" პრემიერლიგაში გადაიყვანა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და ჩემპიონშიპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "უოტფორდი" პრემიერლიგაში დააბრუნა.

44-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე ისმაილა სარის მიერ მე-11 წუთზე გატანილი პენალტით "მილუოლი" 1:0 დაამარცხა, მეორე ადგილი გაინაღდა და მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჩისკომ "უოტფორდი" 21 დეკემბერს ჩაიბარა, როდესაც მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მას შემდეგ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით წარმატებით იასპარეზა და მიზანსაც მიაღწია.

მატჩის დასრულებისთანავე სტადიონზე ზეიმი გაიმართა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებას გულშემატკივრები ქალაქში აღნიშნავენ.

"დეილი მეილი" აღნიშნავს, რომ
ჩისკოს ხელმძღვანელობით "უოტფორდი" სიურპრიზებს პრემიერლიგაშიც შემოგვთავაზებს და ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
Warmatebebi. Momaval sezonshi vugulshematkivtot chiskos. Vfiqrob is qartvelia nawilobriv
აევკლ
24 აპრილი 2021 22:19
0
წარმატებები ჩისკოს, ის ბევრი ქართველის გულშია
გიორგი
30 აპრილი 2021 05:23
0
რო დაგიხვევიათ ის ვითომ ჩისკოც ლეგენდაა და გუცაევიცო ეხლა ... მოიცა ერთი, აბა ის ვითომ დინამო იყო და თქვენც დინამო ხართ ეხლა??? საკითხი რო ესე დავსვათ, აბა გაეცით პასუხი ეხლა. ბევრს რო ბლატაობთ, ხო გამოჩნდა. დინამო კი არა შეუცვალეთ სახელი როგორც სტადიონს შეუცვალეთ ისე მაგას. მეცხვარეები ან თევზ კომბინატი მართლა
Legenda.*
25 აპრილი 2021 05:27
0
რომჩიკა ჩაკუჭავს და დააბრუნებს.
ლაშა
24 აპრილი 2021 22:21
1

სიახლეები პოპულარული