
მერსისაიდში, რაფაელ ბენიტესის სახლთან ახლოს, უცნობებმა (ლოგიკური ეჭვით კი "ლივერპულის" ფანებმა) განათავსეს ბანერი.
"ვიცით, სადაც ცხოვრობ, ხელი არ მოაწერო", - წერია აღნიშნულ ბანერზე.
!["ვიცით სადაც ცხოვრობ" - "ლივერპულის" ფანები ბენიტესს ემუქრებიან [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5be3267cffb2ada2a721724c7757c8bb.jpg)
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიტესი ახლოსაა "ვერტონში" დანიშვნასთან და კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში უნდა მოაწეროს.
2004-10 წლებში, როცა ბენიტესი "ლივერპულს" თავკაცობდა, ოჯახთან ერთად სწორედ იმ სახლში ცხოვრობდა, რომელთანაც ბანერი გამოჩნდა.
აღნიშნულ საქმეზე ლივერპულის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით