პოგბასა და ბრუნოს ბენეფისი - იუნაიტედმა ლიდსი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის 1-ელ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიდს იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლა და დიდი უპირატესობით, 5:1 გაანადგურა.

მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, 30-ე წუთზე სეზონის პირველი გოლიც გაიტანეს, პოლ პოგბას გადაცემით ბრუნო ფერნანდეშმა ისარგებლა და "წითელი ეშმაკები" დააწინაურა, საბოლოოდ, პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

გულშემატკივრებმა მეორე ნახევარში სანახაობრივი და გახსნილი ფეხბურთი იხილეს, სტუმრებმა დებიუტშივე, 49-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, ამას კი სოლსკაიერის შეგირდების კიდევ უფრო გააქტიურება და დიდი ანგარიშით გამარჯვება მოჰყვა.

52-ე წუთზე პოგბას გადაცემით ჯერ მეისონ გრინვუდმა, ხოლო 54-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა
ისარგებლა და "იუნაიტედის" უპირატესობა სოლიდური გახადეს. მე-60 წუთზე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჰეთრიკი შეასრულა, 68-ე წუთზე პოლ პოგბამ მე-4 ასისტი მიითვალა, თავი ბრაზილიელმა ფრედმა გამოიჩინა.

ამრიგად, "წითელი ეშმაკები" შესანიშნავად გამოიყურებიან, მომდევნო შეხვედრას 22 აგვისტოს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავენ, თავის მხრივ, "ლიდსი" 21 აგვისტოს "ევერტონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ გინდოდა ბიელსა ხვიჩა?.........
0
მაგრად ითამაშეს, ძველი მანჩესტერი გამახსენდა.
ვისაც ფეხბურთი უყვარს ყურებით უნდა ესიამოვნა წესით
baggio
18:48 14-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული