"იუვენტუსი" მზადაა რონალდო გაყიდოს - "სიტის" ფულის გადახდა არ უნდა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა რონალდომ შეიძლება "იუვენტუსი" დატოვოს. მისი აგენტი ჟორჟე მენდეში უკვე დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის", თუმცა ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ პოტენციური ტრანსფერი ადვილად განსახორციელებელი არ არის.

"ბიანკონერი" მზადაა პორტუგალიელს შეელიოს, მაგრამ რა თქმა უნდა, მუქთად არ გაუშვებს და 25-30 მილიონ ევროს ითხოვს, "სიტი" კი ფულის გადახდას საერთოდ არ აპირებს. ამას გარდა, ინგლისურ კლუბს კრიშტიანოს შესაძენად რაჰიმ სტერლინგის გაყიდვა მოუწევს.

არსებობს რონალდოს ფორვარდ გაბრიელ ჟეზუშში გაცვლის ვარიანტი, მაგრამ "სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ბრაზილიელის გაშვება არ სურს.

ასევე დაგაინტერესებთ