"ინტერი" ტიტულს ვერ დაიცავს"- კაპელომ მომდევნო სეზონში სერია A-ს მთავარი ფავორიტები დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში მომდევნო სეზონში სერია A-ს მთავარი ფავორიტები დაასახელა.

მისი თქმით, "ინტერს" სკუდეტოს შენარჩუნება გაუჭირდება.

"დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი ძალიან ამაღელვებელი იქნება. არ ვფიქრობ, რომ "ინტერი" ტიტულის დაცვას მოახერხებს, ამაში ეჭვი მეპარება. ჩემპიონატის ფავორიტები "მილანი" და "იუვენტუსი" იქნებიან.

რაც შეეხება "ნაპოლის", კონტეს უდიდესი გამოცდილება აქვს და დე ლაურენტისმა ბრწყინვალე არჩევანი გააკეთა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ვფიქრობ, "მილანთან" და "იუვენტუსთან" ერთად, ჩემპიონატის მოგების შანსი "ნაპოლისაც" ექნება", - განაცხადა კაპელომ.

altკაპელო:

ფეხბურთს "დორტმუნდის" სასწაული სჭირდება

altკაპელო: რონალდო გენიოსი სულაც არ არის

altკაპელო: კვარაცხელია "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი საფრთხეა

მკითხველის კომენტარები / 2 /
კრეტინო, რაც არ გვაინტერესებს ეს შენი აზრია, თუ არა ამ ბებერს ფეხბურთში იმდენი რამე უნახავს, სიზმარიც კი დაეჯერება.
გიგო
23:50 12-06-2024
2
ამ გამოშტერებული ბებერის აზრი ვინმეს გვაინტერესებს? DDD
zura222
16:17 12-06-2024
49

სიახლეები პოპულარული