Liverpool Echo იტყობინება, რომ კიევის "დინამოს" 22 წლის მცველი ვიტალი მიკოლენკო მალე "ევერტონის" ფეხბურთელი გახდება.
გამოცემის ცნობით, ინგლისური კლუბი მიკოლენკოს იანვარში 20 მილიონ ფუნტად შეიძენს.
"ევერტონის" მწვრთნელი რაფა ბენიტესი მარცხენა მცველ ლიუკ დინს წაეჩხუბა, შემადგენლობიდან გაიყვანა, მიკოლენკოს კი უკვე რამდენიმე თვეა აკვირდებიან.
"დინამოს" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ დაადასტურა, რომ მიკოლენკო უახლოეს ხანში "ევერტონში" გადაბარგდება.
"დინამოს" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ დაადასტურა, რომ მიკოლენკო უახლოეს ხანში "ევერტონში" გადაბარგდება.