"ბარსელონას" ნახევარმცველმა უსმან დემბელემ შეიძლება ისევ ტომას ტუხელის გუნდში ითამაშოს.
დემბელემ "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, პსჟ-მა მის სამსახურზე უარი თქვა და 90min-ის მტკიცებით, დიდი ალბათობით კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.
ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები დარწმუნებული არიან, რომ დემბელესთან შეთანხმებას შეძლებენ.
დემბელემ გასულ სეზონში ლა ლიგის 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.