ალბათ, ყველას ახსოვს სკანდალი, რომელშიც "ვესთ ჰემის" მცველი კურტ ზუმა გაეხვა. მოგეხსენებათ, ფრანგმა ფეხბურთელმა ვიდეო ატვირთა, სადაც კატას ფეხს ურტყამს.
სასამართლომ ზუმას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სპორტსმენს 180 საათი საზოგადოებრივი სამსახური დაევალა; ამასთან ერთად, 5 წლის განმავლობაში სახლში კატის ყოლა აეკრძალა.
27 წლის მცველმა დანაშაული აღიარა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით