ტომას პარტეი დაქორწინდა - მან ისლამი მიიღო და სახელი შეიცვალა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ტომას პარტეი დაქორწინდა. მისი რჩეული მაროკოელი სარა ბელა გახდა.

ქორწინების შემდეგ ფეხბურთელმა ისლამი მიიღო, სახელი შეიცვალა და ახლა მას იაკუბუ ჰქვია.

"ახლა მუსლიმი ვარ... ასე ჩემი შეყვარებულის გამო მოვიქეცი, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემი მუსულმანური სახელია იაკუბუ", - თქვა პარტეიმ.

უკვე ცნობილია, რომ ტომასი "არსენალში" თამაშს თავისი ყოფილი სახელის მაისურით გააგრძელებს.