
"ლივერპულმა" "ბენფიკასგან" 22 წლის თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი შეიძინა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
ლისაბონური კლუბი ტრანსფერში 75 მილიონ ევროს და პლუს, 25 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს. ამ თანხიდან 20% ფეხბურთელის ყოფილ გუნდს, "ალმერიას" ეკუთვნის.
ურუგვაელმა გასულ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 41 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.