"მანჩესტერ სიტი" სტერლინგს 60 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგის 35 მილიონ ფუნტად შეძენის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ "მანჩესტერ სიტი" 60 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, - იტყობინება Sky Sports-ის ჟურნალისტი ბენ რენსომი.

სტერლინგს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში კი პრემიერლიგის 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

მან 23 პენალტი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით პრემიერლიგის ლიდერია.